ხმაური საქალაქო სასამართლოში | კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების მეგობრები უწყვეტ აქციებს აანონსებენ

გამოქვეყნდა:

კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა დღეს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 20 დაკავებულიდან პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სწორედ ამ ორი პირის წინაამღდეგ წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბნენ. დაკავებულების მეგობრები უწყვეტ საპროტესტო აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ პოლიციამ ადამიანები გამოსახლებული ოჯახის მხარდაჭერის გამო დაიჭირა. დღეს პროცესს აღსრულების პოლიციის მიერ ქუჩაში გაძევებული მარინა ხატიაშვილიც ესწრებოდა. სამოქალაქო აქტივისტების გარდა, დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის პროცესიც გაიმართა, რომელსაც პროკურატურა ხულიგნობას ედავება. მოსამართლის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას 31 იანვარს გამოაცხადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი