ხულოში მეწყერმა დააზიანა სოფელ გელაძეებისა და პაქსაძეების დამაკავშირებელი ცენტრალური გზა

გამოქვეყნდა:

ხულოში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად 2 სოფლის, გელაძეებისა და პაქსაძეების დამაკავშირებელი ცენტრალური გზა დაზიანდა. ბზარები იმდენად ღრმაა, რომ გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. 

სოფელ პაქსაძეებიდან მოსახლეობა უკვე გაყვანილია. თუმცა, ორივე სოფელი, მიწის მასის ჩამოწოლის გამო, კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივები ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ.

"სოფელ პაქსაძეებიდან მოსახლეობა, ფაქტობრივად, გაყვანილია, უსაფრთხოდ არის, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სოფელ გელაძეებთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, ფაქტობრივად, არის ჩაკეტილი. აღნიშნულ სოფელს ალტერნატიული გზა საერთოდ არ აქვს და მოსახლეობა, ამ წუთის მონაცემებით, უგზოდაა დარჩენილი. და კიდევ ერთხელ ვითხოვთ აღნიშნული ვითარების დროულად გამოსწორებას", - ამბობს ხულოს საკრებულოს წევრი ენმ-დან, მარად შავაძე.

ცნობისთვის, ამ ტერიტორიაზე მეწყერი რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა, რის გამოც საგზაო მოძრაობა გოდერძის უღელტეხილამდე შეწყვეტილი იყო და შეზღუდვები მოქმედებდა. 

ფოტო: "ბათუმელები".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი