პოლიციას ვუთხარი, დამიჭირეთ თუ დასაჭერი ვარ, მაგრამ არ გავჩერდებით, არ შეიძლება ადამიანთან ასე მოპყრობა | ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული კაკაბაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული მწერლის, ირაკლი კაკაბაძის საქმეზე სხდომა დღეს ჩაინიშნა. სასამართლოში უკვე მივიდა კაკაბაძე, რომელიც ამბობს, რომ მიუღებელია ის ბარბაროსული ქმედებები, რასაც ხელისუფლება გამოსახლების დროს სჩადის.

მისი თქმით, ამ ქვეყნის მთავარი მევახშე ბიძინა ივანიშვილია და პირველი პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ასევე, მის ტროლებსა და ადიუტანტებს.

"ჩემი დაკავება მოხდა კეკელიძის ქუჩაზე, დაახლოებით 11:00 საათიდან ათი წუთი იყო გასული სულ, რომ დაიწყეს დარბევა ადამიანების, ახალგაზრდების, რომლებიც შეკრებილები იყვნენ იქ მარინა ხატიაშვილის ოჯახის დასაცავად, ამ დროს დაიწყო უმოწყალო დარბევა, ჩვენ მოვუწოდებდით პოლიციელებს, რომ გაჩერებულიყვნენ, იქ იყო კრიმინალური პოლიციის ნაწილი, აღმასრულებლებიც, იქ იყო პატრულიც, სამივე ნაწილი იყო, უცებ ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა, იქ ჩვენ გადაგვაგდეს მანქანის გზაზე აღმოვჩნდით, მერე მე უკვე დავიწყე გაჩერება ამ მანქანების, გადმოგვადეს აქ და რაღაც ამ დროს მითხრეს, თქვენ არღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს, მე ვუთხარი თუ ვარღვევ, კი ბატონო, თქვენი ნებაა, თქვენ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს საჭიროა, კი ბატონო, დამიჭირეთ თუ დასაჭერი ვარ, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანების ასე მოპყრობა", - თქვა კაკაბაძემ. 

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს ჯამში 20 ადამიანი დააკავეს. ორი მათგანის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის მუხლით აღიძრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი