ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

გამოქვეყნდა:

ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო - როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდთან აღსრულების ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, მხარეებს მოლაპარაკებებისთვის დამატებითი დრო მიეცათ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მათ შორის შეხვედრა გუშინაც გაიმართა. მათ შეთანხმებისთვის რამდენიმე თვე მიეცათ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კიდევ ვერ შეთანხმდებიან, გამოსახლება ისევ ჩაინიშნება.

თუმცა, გუჯა ბალახაძე "პუბლიკასთან" ამბობს, რომ მოლაპარაკების მიმდინარეობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „რიკო კრედიტთან” შეთანხმების მიღწევას უიმედოდ უყურებს. მისივე თქმით, უწყებას გამოსახლების გადადებაზე მისთვის არაფერი უცნობებია.

"ვალი მაქვს 20 000$ და ჯარიმა 12 000$. ამათთან მოლაპარაკებების მიღწევის შანსი არ ჩანს. მათი მიზანი ბინის დაუფლებაა", - თქვა მან გამოცემასთან.

ფოტო: "პუბლიკა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი