ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად 1 პირი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ნუცუბიძის პლატოზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჟღენტის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინიდან მაშველებმა მსუბუქი დაზიანებებით 1 პირი გამოიყვანეს. 

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჩასწორება: მოგვიანებით, 13:52 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი