სტუდენტები აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას ითხოვენ | პროტესტი თსუ-ში და რექტორის პასუხი

გამოქვეყნდა:

გამოსახლების მორიგი პროცესი შეჩერებულია - რა ოფიციალური მიზეზით გადადო აღსრულების სამსახურმა ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება ზანდუკელის ქუჩიდან უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახის დასაცავად ადგილზე ათობით აქტივისტი და მოქალაქე იყო შეკრებილი. ძალადობრივი პროცესის ჩაშლის შემდეგ ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ გაეშურნენ, დაიკავეს კანცელარიის ოთახი და პროტესტს ახლაც აგრძელებენ. მათი მოთხოვნები ამ შემთხვევაშიც გამოსახლების პროცესს და კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ უნივერსიტეტის ლექტორებს უკავშირდება. მაისის სტუდენტური მოძრაობა აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლებას მოითხოვს.

თსუ-ის რექტორი კი ახალგაზრდებს პირობებს უყენებს და შეხვედრაზე უარს აცხადებს, ვიდრე სტუდენტები კანცელარიის ოთახს არ დატოვებენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი