ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, მეციტრუსეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ჩაქვში, სოფელ ჩაისუბანში, საპროტესტო აქცია გაიმართა - მეციტრუსეები სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ითხოვენ.

როგორც ისინი ამბობენ, წელს მანდარინის მოსავლის დიდი ნაწილი დაბალი ფასის გამო, ვერ მოკრიფეს, მოკრეფილი ნაწილის რეალიზაციასაც კი ვერ ახერხებენ.

"საშუალო მანდარინი დაახლოებით ღირდა 45-55 კაპიკი. რაც შეეხება დაბალხარისხიან მანდარინს, ჩავაბარეთ 15 კაპიკში. მოსახლეობა ითხოვს, რომ ხელისუფლებამ მოგვხედოს, ცოტა დაგვეხმაროს, დაგვიდგეს გვერდში იმისათვის, რომ ციტრუსის რეალიზება მოხდეს დროულად. ნახევარი ციტრუსი, რა თქმა უნდა, ხეზე დარჩა მოუკრეფელი, ნახევარი კიდევ გაფუჭდა," - ამბობს აქციის მონაწილე, მიხეილ მამალაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, აჭარიდან ექსპორტირებულია 25 მილიონზე მეტი დოლარის ღირებულების 40 ათას ტონამდე ციტრუსი. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი