ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმეები ევროსასამართლოში მიდის. 80- იან წლებში ჩვილებით ვაჭრობის სქემით დაზარალებული ოჯახები ამჯერად სტრასბურგში შეეცდებიან საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ და მოითხოვონ იმ ინფორმაციაზე წვდომას, რომელსაც მათ სახელმწიფო ამ დრომდე უმალავს.
მასშტაბური დანაშაულებრივი სქემით ბრიტანული მედიაც დაინტერესდა და უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
ორგანიზაციის "ვეძებ" დამფუძნებელი, თამუნა მუსერიძე "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოში რთულია დეტალური ინფორმაციის მოძიება, რადგან სახელმწიფო არ ავლენს ნებას დოკუმენტების გასაჯაროების და სარჩელში ორი საკითხი იქნება მოთხოვნილი:
"ამ ეტაპზე ლია მუხაშავრია ადვოკატების გუნდთან ერთად გვეხმარება, რომ გავაკეთოთ საერთო სარჩელი, რომ შევიტანოთ სტრასბურგში. განხილული იქნება 2 საკითხი. ერთი - გაშვილებული ბავშვების უფლებები- მოგეხსენებათ გაშიშვლებულ ბავშვს, მიუხედავად მისი ასაკისა, აღმზრდელი მშობლის გარეშე არ აქვს უფლება, რომ მიიღოს ინფორმაცია საკუთარ თავზე. მეორე საკითხი იქნება გამოძიება, რომელიც ჯერჯერობით არ იძვრის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და პასუხს არ გვცემენ. არ გვეუბნებიან, თუ რა ეტაპზეა და ასევე მეორე საკითხი იქნება იმ ქეისების გამოძიება, რომელზეც ამ ეტაპზე არის სიჩუმე " - ამბობს "მთავარ არხთან" თამუნა მუსერიძე
ათწლეულების განმავლობაში თბილისისა და რეგიონების სამშობიაროებში დაბადებული 10 000-ობით ბავშვის მშობლებს ეუბნებოდნენ, მათი შვილი გარდაიცვალა და ის სამშობიაროს ჩვილების სასაფლაოზე დაკრძალეს. სინამდვილეში კი მათ ფულის სანაცვლოდ უკანონოდ აშვილებდნენ.