"ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის" ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა თვალზე ურთულეს ოპერაციებს სახელმწიფო აღარ ანაზღაურებს, რის გამოც ასოციაციაშიც კითხვები აქვთ.
„ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ განცხადებით პასუხობს ჯანდაცვა და უარყოფს, რომ სასწრაფო ოფთალმოლოგიური ოპერაციები არ ფინანსდება
როგორც უწყებაში განმარტავენ, 16 სახის ოფთალმოლოგიური დიაგნოზისთვის, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ ჩარევას, ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ფინანსდება შემდეგი დიაგნოზებისთვის საჭირო ქირურგიული ჩარევები:
1.პირველადი ღიაკუთხიანი გლაუკომა
2.სხვა გლაუკომა
3.ბადურის სხვა დაზუსტებული ავადმყოფობები
4.ბადურის გახლეჩები ჩამოცლის გარეშე
5.პირველადი დახურულკუთხიანი გლაუკომა
6.ავადმყოფობების შემდგომი მეორადი გლაუკომა
7.ბადურის ჩამოცლა ბადურის გახევით
8.ტრამვული კატარაქტა
9.ბადურის ტრაქციული ჩამოცლა
10.სხვა ბადურის ჩამოცლა
11.მინისებრი სხეული პროლაპსი
12.რქოვანას წყლული
13.ბადურის სისხლჩაქცევები
14.ჩირქოვანი ენდოფთალმიტი
15.ეჭვი გლაუკომაზე
16.პოსტტრავმული მეორადი გლაუკომა
საყურადღებოა, რომ შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტებიც.
რაც შეეხება კატარაქტას. უმეტეს შემთხვევაში, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არ საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი დიაგნოზისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ გეგმური სახის ოპერაციები -აღნიშნულია ინფორმაციაში.