ფსიქოტროპული ნარკომანია ქვეყანაში და "მთავარი არხის" ექსპერიმენტი - მედიკამენტები, რომლის გაცემაც რეცეპტის გარეშე კატეგორიულად აკრძალულია და კანონით ისჯება, დაინტერესებულმა პირმა ისე შეიძლება იყიდოს, რომ არც რეცეპტი მოგთხოვოთ ვინმემ და არც ქვითარი იმის დასტურად რომ წამალი შეიძინეთ. ეს ყველაფერი არალიცენზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში ხდება.
რომ არა გავლენიანი მფარველები პოლიციიდან, არალიცენზირებული აფთიაქების მეპატრონეები, ასე თავისუფლად ბაზარზე ოპერირებას ვერ შეძლებდნენ. ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ქვეყანაში მარტივად ხელმისაწვდომია ნარკოტიკული საშუალებებიც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, არაერთ ჯგუფში იწერება.
ავტორი: დავით კობიძე