რეაბილიტაციიდან დემონტაჟამდე | "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ისტორია

გამოქვეყნდა:

ორშაბათის მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გამოაცხადა, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად ახალი კლინიკის მშენებლობაა უკვე დაგეგმილია. თუმცა ამის არავის სჯერა და მედპერსონალი დარწმუნებულია რომ კლინიკის ნაცვლად ოცნების ხელისუფლებას ქალაქის ცენტრში ეს ტერიტორია მრავალსართულიანი კორპუსებისთვის სჭირდება. არადა ქვეყნის ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო კლინიკის ბოლო წლების ისტორიას თუ გავყვებით, საავადმყოფოს დემონტაჟი არ სჭირდებოდა და ეს 2018 წლის დასკვნაში წერია. ამიტომ რეაბილიტაციაც დაიწყეს და პანდემიის პერიოდში  შენობის ნაწილი - 5 სართული გაარემონტეს, რაზეც 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 2022 წელს კი რესპუბლიკურის სრული რეაბილიტაციის პროექტი შეიქმნა, თუმცა 5 დღის წინ ღარიბაშვილმა  გამოაცხადა რომ შენობის დემონტაჟი გადაწყვეტილია. 

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი