4 დღე რეაბილიტაციის დასრულებამდე | ვითარება წერეთლის გამზირზე

გამოქვეყნდა:

4 დღე წერეთლის გამზირის გახსნამდე. თბილისის მერის კახი კალაძის დაპირებით 1 თებერვალს დედაქალაქის ერთ-ერთი საკვანძო გამზირზე - საავტომობილო გზა ორმხრივად უკვე გახსნილი უნდა იყოს. პროექტის მიხედვით, წერეთლის გამზირზე გზის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, მოეწყოს ტროტუარები, გადასავლელები და შეიცვალოს განათების სისტემები. 

გასული წლის აპრილში დაწყებული სამუშაოები რომ უხარისხოდ და არასწორად მიმდინარეობდა, ამის აღიარება თბილისის მერს 2024 წლის დასაწყისში მოუწია და 15 იანვარს გამოაცხადა რომ ორივე კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებები შეწყვეტილია. თუმცა იქვე დაამატა, რომ დაიწყებოდა მუშაობის 24 საათიანი რეჟიმი და წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვრის ბოლომდე დასრულდებოდა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი