"ჯეკოია დაუნდობელი" - ექსკლუზიური ინტერვიუ პედოფილიაში დადანაშაულებულ მამაკაცთან

გამოქვეყნდა:

ჯეკო ფხალაძეს ანუ "ჯეკოია დოუნდობელს", როგორც თავის თავს Facebook-ში უწოდებს, საზოგადოება პედოფილიაში სდებს ბრალს.

ბოლო ერთი კვირაა სოციალური ქსელი მის ჯგუფში არსებული მიმოწერით აჭრელდა. გვერდი, რამდენიმე ათას ადამიანს აერთიანებს. მათ შორის უმეტესობა არასრულწლოვანია, რომელთა ასაკიც 10 -დან 15 წლამდე მერყეობს. ჯგუფში განსახილველი თემები, ფოტოები და ვიდეოები ამ ასაკისთვის განკუთვნილი არ არის.

ჯგუფის ადმინისტრატორი ჯეკო ფხალაძე  ამ მიმოწერაში პრობლემას ვერ ხედავს. "მთავარს" უყვება, რომ  ეს ჯგუფი მისი შექმნილი არ არის და ერთ-ერთი პირისგან იყიდა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს და  ამტკიცებს რომ არასრულწლოვნები ჯგუფში უკვე იყვნენ. 

ჯეკო ფხალაძე რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს "მთავარისთვის" მიცემულ ინტერვიუში სკანდალურ აღიარებას აკეთებს. 28 წლის მამაკაცი გვეუბნება რომ მოზარდებთან პირადი მიმოწერაც აქვს. რა საერთო ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ზრდასრულ მამაკაცსა და 15 წლამდე მოზარდს, ამაზე ვერ გვპასუხობს. 

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომლებმაც ჯეკო ფხალაძის გვერდის მიმოწერები ნახეს პედოფილიის აშკარა საფრთხე დაინახეს. მას ბევრმა მისწერა, თუმცა ამბობენ, რომ ყველა მათგანი შემდეგ ფხალაძის მხრიდან სოციალურ ქსელში ზეწოლისა და ლანძღვის ობიექტი გახდა ამიტომ ღიად ამ თემაზე საუბარს უმეტესობა ერიდება. 

შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ. მათი განცხადებით, საქართველო არაერთ კონვენციას არის მიერთებული, რომელიც შესაბამის სიტუაციაში შესაბამის რეკომენდაციებს იძლევა. არსებობს კანონი, თუმცა როგორც წესი მსგავსი საქმეები გამოუძიებელი რჩება. 

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რომლებმაც თავისი ძალებით ჯეკო ფხალაძის საეჭვო გვერდი დაბლოკეს სამართალდამცველებსაც მიმართეს. თუმცა ამ დრომდე შესაძლო პედოფილიის ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა. დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მოქმედებას აპირებს საგამოძიებო უწყება, ამაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარს" არ უპასუხა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი