რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტი გრძელდება. მედიკოსებმა კლინიკასთან აქციას მართავენ. მათ სიმბოლურად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც შენობის დემონტაჟს გულისხმობს, ამ ფორმით გააპროტესტეს. 

ექიმების მოთხოვნა უცვლელია - გაუქმდეს საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება და, საჭიროების შემთხვევაში, შენობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს. მედიკოსები ამბობენ, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სამართლებრივ დავას გეგმავენ.

"აქ უსამართლობის გამო ვდგავართ. ანგრევენ კლინიკას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ანგრევენ კლინიკას, რომელმა კლინიკამაც წლებს გაუძლო. მოემსახურა საქართველოს მოსახლეობას. 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც მართლები ვართ. ჩვენთან არ მოსულან და არ უთქვამთ, რომ იცით რა, ეს შენობა, ეს ტერიტორია გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს თქვენ დაგაკმაყოფილებთ. ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ, სად წავალთ, როგორ წავალთ, როგორ დაიშლება ამდენი ხნის კოლექტივი," - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი