ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივებმა საფლავში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ათობით სურათი იპოვეს. მოსახლეობა მომხდარით შეძრწუნებულია. ისინი ვერ ხსნიან, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფაქტი.
ამბობენ, რომ მიწაში ფოტოები მას შემდეგ იპოვეს, რაც საფლავის წმენდის დროს დანა ნახეს. მათივე თქმით, ფოტოებზე მათი ბიძაშვილები, ძმები, 7-8 სულიანი ოჯახები და მათი ახლობლები იყვნენ.
მოსახლეობა გამოძიების დაწყებას და იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც ეს ფაქტი ჩაიდინა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე