
ზუგდიდში, განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე ბავშვების მშობლები დახმარებას ითხოვენ. 200-ზე მეტი ბავშვის მშობელი ზუგდიდში ნეიროგანვითარების ცენტრთან, სადაც მკურნალობისთვის მათ თითქმის ყოველდღიურად უწევთ მისვლა, სამანქანო გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის დამონტაჟებას ითხოვენ.
მშობლებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას, თუმცა, თითქმის 3 წელია, ხელისუფლების რეაგირებას უშედეგოდ ელოდებიან
"დღემდე ვითხოვთ, რომ აქ განთავსდეს [სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი]. ყველაზე სასაცილო ფაქტი არის ის, რომ მერიამ გაიშვირა ხელი, საგზაო დეპარტამენტისკენ, თითქოს ისინი რთავენ ნებას, რომ ამ მონაკვეთზე მოეწყოს [სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი]. აქ მოძრაობს სასწრაფოს მანქანა. ამ ტიპის შემზღუდავი ბარიერები კეთდება ბაღებისა და სკოლების წინ გამოდის, რომ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებზე საჭიროა ზრუნვა და იმ ბავშვებზე, რომლებსაც ორზე მეტი ყურადღება სჭირდება ჩვენი ხელისუფლება არ ზრუნავს. ეს არის დისკრიმინაცია და მათი უფლებების დარღვევა" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
ავტორი: ემა გოგოხია