"თავისუფლება გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას" | კეკელიძეზე დაკავებულების მხარდამჭერი აქცია ქუთაისში

გამოქვეყნდა:

"შეწყდეს უკანონობის დაკანონება", "თავისუფლება გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას", "შეწყდეს გამოსახლება", - ამ შინაარსის ბანერებით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი შეიკრიბა. ისინი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია.

მოძრაობა "ხმას" თანადამფუძნებლები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს. პროკურატურა მათ სახელმწიფო უწყებისთვის 3 380 ლარის ზიანის მიყენებას ედავება. სასამართლომ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"სასამართლო, რომელიც ქალზე მოძალადეს, მკვლელობასა და ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებულებს გირაოთი ათავისუფლებს, იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მანქანის მინის დაზიანებაში ბრალდებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას წინასწარ პატიმრობას უსჯის. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ. ხელისუფლება ხასაიას და ჩიქობავას დაკავებითა და სამაგალითო დასჯით მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ტერორს და მათში პროტესტის ჩახშობას," - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი