კასპის მოსახლეობა ეჭვობს, რომ სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემა "ჰაიდელბერგ ცემენტის" მომარაგებას უკავშირდება - მოსახლეობა უწყლოდ იმიტომ რჩება, რომ ქარხანა დიდი ოდენობით წყალს მოიხმარს.
კასპის მიკრორაიონის დასახლებაში მცხოვრები ასობით ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამბობენ, რომ წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლებას პრობლემა ამ დრომდე არ მოუგვარებია.
ბიძინა ივანიშვილის ქარხანას წყლის უფასოდ მიღება სურს - ამაზე საუბრობენ ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები.
ხელისუფლების ოპონენტებმა ერთ-ერთ ჭაზე დაერთებაც ნახეს, რითიც "ჰაიდელბერგ ცემენტის" წყლით მომარაგება მოხდება. ეჭვობენ, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში, მოსახლეობა წყლის მიღებას უკვე გრაფიკითაც ვეღარ შეძლებს.
იგეგმება თუ არა უფასოდ ცემენტის ქარხნის წყლით მომარაგება - კასპის მერის მოვალეობის შემსრულებელი „მთავარს“ დაემალა. რაც შეეხება, წყალმომარაგების კომპანიას - ადგილზე მისულებს "მთავარს" უპასუხეს, რომ წყლის პრობლემა გვალვას უკავშირდება და ამასთან ცემენტის ქარხანა კავშირში არ არის.