აქცია დიდუბეში | მირცხულავას ქუჩის მოსახლეობა საფეხბურთო მოედნის მოწყობას ითხოვს

გამოქვეყნდა:

აქცია დიდუბეში - მირცხულავას ქუჩის მოსახლეობა საფეხბურთო მოედნის მოწყობას ითხოვს. ტერიტორიაზე, რომელიც ახლა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის, რამდენიმე წლის წინ სწორედ მოედანი იყო მოწყობილი. ადგილობრივები ითხოვენ, ტერიტორია სახელმწიფო ბალანსზე გადავიდეს და ადგილზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი მოეწყოს.

აქციის მონაწილეებს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდა, რომელმაც ადგილობრივებს პირობა მისცა რომ ის კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს დაიწყებს და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"ქართული ოცნების" საკრებულოს წევრის, გივი ჩხარტიშვილის განცხადებით, თბილისი მერი, კახი კალაძე, თანახმაა, რომ აღნიშნული ტერიტორია გამოისყიდონ და ადგილზე ევროსტანდარტის სტადიონი მოეწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი