
რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა, ხელისუფლების პოზიცია შეუვალია. Post Factum-ი კი შეხვდა იმ შენობის ინჟინრებსა და მშენებლებს, რომლებიც უშუალოდ აშენებდნენ თანამედროვე თბილისის სეისმური თვალსაზრისით ყველაზე მყარ შენობას. მათთვის გაუგებარია საუბარი იმ ნაგებობის ამორტიზაციაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ბირთვული ომის პარამეტრებზე იყო გათვლილი. მეორე საკითხია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრაქტიკა ჯერ ახალ კლინიკებს აშენებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა კომუნისტების დროს აშენებული ნაგებობების დემონტაჟი.
რატომ? - კლინიკური პრაქტიკა რომ არ შეწყვეტილიყო და მედპერსონალი არ დაშლილიყო. რესპუბლიკურის შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ქართული მედიცინის ძირითად პრაქტიკულ სკოლაზე. მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხი დედაქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე იმ 7 ჰექტარი ტერიტორიის ბედია, რომელზეც რესპუბლიკური დგას და რომელიც დიდი ხანია მსხვილი დეველოპერების სამიზნეა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი