გასულ კვირას კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, რა პოლიტიკას ატარებს ხელისუფლება ადამიანის მიმართ. მოსაზრებას, რომ სესხს დაბრუნება უნდა, ალტერნატივა არ აქვს. სესხს მართლაც დაბრუნება უნდა, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა მევახშე უარს ამბობს მისი კუთვნილი ფულის აღებაზე და პირდაპირ ქონების დაუფლებაზე გადადის? რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო ან რა სამართლებრივი გზა რჩება მოქალაქეს, რომელიც მზადაა ფულიც დააბრუნოს, პროცენტიც, მაგრამ მეორე მხარე მყისიერად ქონების გაფორმებას იწყებს, რის საშუალებასაც სასესხო ხელშეკრულება აძლევს.
ახლა ყველაზე საინტერესო - წლების წინ "ქართულმა ოცნებამ" კერძო იპოთეკურ სესხებზე კონკრეტული შეზღუდვა დააწესა. მიზანი მოქალაქეების დაცვა იყო. ამის შემდეგ კი მოვალესა და მევალეს შორის არა იპოთეკური სასესხო ხელშკერულება, არამედ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშკერულება ფორმედება. 2018 წლიდან ასეთი ხელშეკრულებების რაიოდნება 10-ჯერ და მეტჯერ იზრდება. აი აქ კი ყველაზე სახიფათო მიუხედავად ხელისუფლების რეგულაციისა, მალევე კერძო იპოთეკარებმა შემოვლითი გზა იპოვეს, გაცილებით სახიფათო.