
ხანძარი თელავში - ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ორსართულიან კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, აალებულ სახლში ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფება - როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლი ბოლო წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. მეხანძრეები ცეცხლთან გამკლავებას შესაბამისი ეკიპირებით ცდილობენ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად კი მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება.
ავტორი: ია გულიაშვილი