საშინელ მდგომარეობაში ვართ | კონსტიტუციის ქუჩაზე მოსახლეობა წლებია ნახევრად ჩამონგრეულ სახლში ცხოვრობს

გამოქვეყნდა:

სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობები დედაქალაქში - თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, კონსტიტუციის ქუჩაზე, მოსახლეობა უკვე წლებია ნახევრად ჩამონგრეულ სახლში ცხოვრობს. შენობიდან ყოველდღე ცვივა მასალა და არსებობს საფრთხე, რომ სახლი მალე მთლიანად ჩამოიშალოს.

თვეების წინ იქ მცხოვრებლებმა ქუჩაზე ე.წ. ბასლიინი დახაზვაც გააპროტესტეს, ისინი ამბობენ, რომ ვიწრო ქუჩაზე მოსიარულე ავტობუსები შენობის ნგრევას კიდევ უფრო უწყობს ხელს. 

კონსტიტუციის ქუჩის მცხოვრებლებმა თბილისის მერიას დახმარებისთვის არა ერთხელ მიმართეს, თუმცა, შესაბამის სამსახურებს საჭირო ზომები ამ დრომდე არ მიუღიათ. 

"რაღაც დიდი ხმა იყო და ჩამოინგრა რაღაც, გამვლელი ორი ქალი ბრძანდებოდა აქეთ, გამოიარეს, უცბად ისეთი ბრახუნი იყო, მეთქი ვსო რაღაც მოხდა, გავიხედე ჩამოინგრა მთლიანად, დაეცა აივანზე, კიდევ კარგი გადავრჩით, ჩქარა ვუთხარი გამოიწიეთთქო, პატარა ნამსხვრევი კი მოხვდათ თავში, მაგრამ მაინც კიდევ არა უშავს, ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში ვართ სულ, ვართ საშინელ მდგომარეობაში", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი