რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც გაუქმდა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეიდან რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა.

"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში," - ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე 2023 წლის აპრილიდან მოქმედებდა. მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩავიდა. 12 ოქტომბერს გაუქმდა მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი