სასიკვდილო ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში | სპეციალისტები ე.წ. "შავ ბაზარზე" კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდებს შორის ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო ბოლო დროს გახშირებული გარდაცვალების შემთხვევები კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ხელისუფლების მიერ გატარებული ნარკოპოლიტიკის ეფექტურობას. ირკვევა, რომ შავი ბაზარი გაჯერებულია არალეგალური პროდუქტით, რომელშიც მაღალია განსაკუთრებით სახიფათო ნივთიერების, ფენტალინის შემცველობა.

ფენტალინის გლობალურმა ეპიდემიამ საქართველოში უამრავი ისეთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, რომლებიც ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარდნენ, თუმცა არაფერი იცოდნენ მისი რეალური შემცველობის შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია ჯერჯერობით ვერ გასცდა სტატისტიკის დამუშავების სტადიას. 
სპეციალისტები ნარკოპოლიტიკის ნაკლოვანებებზე საუბრობენ და ე.წ. "შავ ბაზარზე" კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი