"თეთრი ჩინელი" - ახალი მკვლელი ნარკოტიკი "შავ ბაზარზე" | ფენტალინის გლობალურ ეპიდემიაზე ჯანდაცვა დუმს

გამოქვეყნდა:

"თეთრი ჩინელი" - ახალი მკვლელი ნარკოტიკი, რომელიც საქართველოში შავ ბაზარზე აქტიურად გამოჩნდა. მედიკოსები უკვე ღიად აცხადებენ განგაშს - სასწრაფო დახმარების ბრიგადები ხშირ შემთხვევაში ვერ ასწრებენ რეაგირებას და ზედოზირების შედეგად დათრგუნული სასუნთქი სისტემის აღდგენას. ყველა ლეტალურ შემთხვევაში, რომელიც ამ ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკში ფენტანილის შემცველობა დადასტურდა.

სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ნარკოტიკებით მიყენებული ზიანის შემცირებისთვის იბრძვიან ამ ტრაგიკული ვითარების შექმნაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, რომელიც შესაბამისად არ რეაგირებს მკვლელი ნივთიერების შემცველი ნივთიერების იმპორტზე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი