2023 წელს საქართველოდან 190 უცხოელი გააძევეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქემთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს ქვეყნიდან 190 უცხოელი გააძევეს. 

რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს, 41 მოქალაქით, აზერბაიჯანი იკავებს. მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აზერბაიჯანი - 41 
  • ირანი - 32
  • ინდოეთი - 27
  • რუსეთი 13
  • ეგვიპტე - 9 
  • ნიგერია - 9 
  • თურქეთი - 8
  • ჩინეთი - 8 
  • ბანგლადეში - 7 
  • იორდანია - 6
  • ერაყი - 6
  • პაკისტანი - 5

ასევე 2-2 მოქალაქე ტაჯიკეთიდან, მაროკოდან, თურქმენეთიდან და განადან.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 26-დან 40 წალამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. ასევე, ქვეყნა დაატოვებინეს 27 არასრულწლოვანს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი