გაყიდული ჩვილების საქმეების ნაწილი ხანდაზმულია, მთავარი მოქმედი პირები გარდაცვლილები | რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებამ მუსერიძეს

გამოქვეყნდა:

სამშობიაროებიდან ჩვილების უკანონოდ გაყიდვისა და გაშვილების საქმეზე თამუნა მუსერიძე კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც საქმის დეტალები გააცნეს. უწყების პასუხით ირკვევა, რომ საქმეების უმეტესობა ხანდაზმულია, განადგურებულია დოკუმენტები, გარდაცვლილები არიან მთავარი მოქმედი პირი, ამიტომ მათი გამოძიება ვერ ხერხდება. 

უწყებამ ზოგიერთი საქმე დახურა, ნაწილზე კი გამოძიება გრძელდება. 

ჩვილების უკანონოდ გაშვილება-გაყიდვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე საქმე 2022 წლის სექტემბერში აღიძრა, უწყებაში კონკრეტული ქეისები მიიტანა არასამთავრობო ორგანიზაციის "ვეძებ" დამფუძნებელმა. გამოძიებასთან დაკავშირებით შინაგან სამინისტრო ამ დრომდე დუმდა, დღეს კი თამუნა მუსერიძეს განუმარტეს, რომ ამ საქმეების გამოძიებას უბრალოდ ვერ ახერხებენ.

"გაირკვა, რომ ჩემ მიერ მიწოდებული 5 ქეისის გარდა, კიდევ რამდენიმე ათეული საქმე არის აღძრული, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გახდა საჭირო ექსჰუმაცია, ანუ დედას ეჭვი ჰქონდა, რომ ბავშვი არ იყო მისი და ექსჰუმაციის შედეგად დადგინდა, რომ ეს ბავშვები მათი შვილები იყვნენ. საქმეები, რომლებზეც ყველაზე მეტი ინტერესია, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოდან გაყიდული არიან ბავშვები უკანონოდ, ამ საქმეებზე პასუხი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს საქმეები აღმოჩნდა, რომ არის ხანდაზმული და მთავარი მოქმედი პირი არის გარდაცვლილი", - ამბობს მუსერიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი