200-მდე ოჯახი, რომელიც ოთხი თვეა თვალჭრელიძის ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს, შესაძლოა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. შენობა კერძო საკუთრებაა, დევნილებმა მას თავი შეაფარეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ საცხოვრებელი დემონტაჟს ექვემდებარება.
"მე სოციალური ვარ, ვარ ობლების პატრონი, მარჩენალდაკარგულის სტატუსით ვართ, არ მაქვს სახლი, 15 წელია ვცხოვრობ ქირით, შემოვედით აქ, ვნახეთ ცარიელი ფართი, დავიწყეთ ჩვენი სახსრებით შიგნით მოწესრიგება. ოთხი თვის მანძილზე აქ არავინ გამოჩენილა. ამოვიღეთ იუსტიციის სახლიდან ინფორმაცია, რომ შენობა იყო იპოთეკით დატვირთული და უნდა დაენგრიათ. შემდეგ როცა ეს ყველაფერი გავარკვიეთ, მოვიდა ვითომ მეპატრონე, სინამდვილეში არის დემონტაჟიდან მოსული და ითხოვს შენობის დანგრევას, ჩვენ ვეუბნებით მოგვცეს დრო, სამი დღე, დაგველოდებოდნენ რომ მოლაპარაკება მომხდარიყო", - ყვება ერთ-ერთი მცხოვრები.
შენობაში მცხოვრებლები დახმარებას მთავრობას სთხოვენ.