წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა

გამოქვეყნდა:

9-თვიანი სამუშაოების შემდეგ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფება თბილისის მერი, კახი კალაძე, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს ათვალიერებს. 

ადგილზე სამუშაოები გაგრძელდება, უნდა მოეწყოს ტროტუარები, გაკეთდეს გამწვანება, მიწისქვეშა ურნები. მერია ამბობს, რომ ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება.

"დღეს პირველი თებერვალია, საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები. გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად არის შესაძლებელი, მე არ მინდა ვინმემ იფიქროს რომ პროექტი მთლიანად არის დასრულებული, აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები მორჩენილია, პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში და მართლად, ძალიან ლამაზი გამზირი გამოვა, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები", - ამბობს კახა კალაძე.

ამჟამად გზა ჯერ დახაზული არაა და მოწყობილი არაა ე.წ. ბასლაინი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები გზის შუა ნაწილში განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის აპრილში დაიწყო.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერმა წერეთლის გამზირზე მომუშავე ორ კომპანიას - შპს ერ ტე დესა და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს კონტრაქტები შეუწყვიტა. მოგვიანებით მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 ახალ კომპანიას: "ენკოს", "პარმას", "ჯეო გრუპსა" და "ბლექ სი გრუპს" გადააბარა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი