კალაძის თქმით, მეტროსადგურ "ვარკეთილისა" და "ავლაბრის" რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილისა" და "ავლაბრის" რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

კალაძე ამტკიცებს, რომ მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა და სწორედ ამიტომ გაიწელა პროცესი დროში. 

"მეტროსადგურ "ვარკეთილში" სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურის რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული დროის განმავლობაში პრობლემა ფიქსირდებოდა, რადგან არცერთი კომპანია არ გამოთქვამდა სურვილს ტენდერში მონაწილეობა მიეღო. სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ "ავლაბარს", კალაძის თქმით, თავდაპირველ პროექტში გარკვეული ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბულის დემონტაჟი განხორციელდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ "დამატებითი პრობლემა არ შეიქმნება" მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაციაც განსაზღვრული ვადის ფარგლებში დასრულდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი