ქუთაისში მაღაზია დააყაჩაღეს - წაღებულია თანხა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქსელურ მარკეტ "ფემილიში" ნიღბიანი პირი შეიჭრა და მუქარის ფონზე, მაღაზიიდან თანხა წაიღო. ამ დროისთვის საქმეში მხოლოდ 1 პირი ფიგურირებს.

მაღაზიაში მომუშავეთა თქმით, თავდამსხმელი დანით იყო შეიარაღებული. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხა წაიღო მან მაღაზიიდან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა "მთავარ არხს" უთხრა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოში ყაჩაღობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 51 უკვე გახსნილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი