ისანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს | სპეცრაზმი და პროკურატურა ერთ-ერთ საოფისე ცენტრს ჩხრეკს

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია ისანში - რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩაზე, 9 ნომერში განთავსებულ ერთ-ერთ საოფისე ცენტრში  სპეცდანიშნულების რაზმი და პროკურატურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. 

უცნობია რას უკავშირდება ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სამართალდამცველების ინტერესის საგანი ადგილზე განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაა. ჯერჯერობით უცნობია რა კომპანიაა აღნიშნულ მისამართზე. სავარაუდოა, რომ სპეცოპერაცია ქოლ-ცენტრებს უკავშირდება.

პროკურორის თქმით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ტარდება.

ადგილზე იმყოფება იმ ფიზიკური პირების ადვოკატიც, რომლებითაც სავარაუდოდ გამოძიებაა დაინტერესებული. თუმცა, უფლებადამცველი ამბობს, რომ ამჟამად იურიდიული პირის ჩხრეკა მიმდინარეობს და მას არ აქვს ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით: 

"იურიდიული პირის ჩხრეკა ტარდება სასამართლო განჩინების საფუძველზე. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 194-ე მუხლით, ანუ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის [ფულის გათეთრება] და ასევე 180-ე, თაღლითობის მუხლით. სხვა ამ ეტაპზე არ მაქვს პასუხი. არ ვიცი  [რა კომპანიაა], არ მქონია საშუალება რომ დეტალურად გავსაუბრებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. 

ჩემ დასაცავ პირებს არ აქვთ [კავშირი ქოლ -ცენტრებთან] . ზოგადად, იურიდიული პირის ჩხრეკა მიმდინარეობს და შესაძლებელია ქოლ-ცენტრებთანაც იყოს კავშირში - ამბობს ადვოკატი ლიკა ბითაძე.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი