ხელისუფლების უუნარობის მოულოდნელი აღიარება. ქუთაისის მერი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის წლებში ქალაქში ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ მოსახლეობა აქტიურად ტოვებს ქუთაისს. მთვარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური პრობლემები და სრული უპერსპექტივობაა. ერთ დროს ქვეყნის საპარლამენტო დედაქალაქში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის მიხედვით მას ბათუმმა და რუსთავმაც გადაასწერეს.