თბილისში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

თბილისში, ორხევის დასახლებაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი პირი. ცნობილია, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს გვითხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი