
ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობა საქართველოში და ფინანსური მონიტორინგი - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 8-თვიანი კვლევის შედეგები წარადგინა. ორგანიზაციის მკვლევარები აცხადებენ, რომ მთავარი ტენდენცია, რაც ამ ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან გამოიკვეთა, ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებებია, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ხელისუფლების რიტორიკასთან. სპეციალისტების თქმით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების დაფინანსება შემცირებულია.