ოკუპანტების მიერ სატელეფონო სიხშირეების ჩახშობაა | გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ, მიზეზი ოკუპანტების მიერ, სატელეფონო სიხშირეების ჩახშობაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში დასჭირდათ, 112-ზე დარეკვისას კი მათ ცხინვალის შტაბიდან უპასუხეს. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსული საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს ქართული მობილური კავშირგაბმულობის კომპანიების სიგნალს ახშობს და რუსული ოპერატორების სიგნალს ავრცელებს. თუმცა, ქაცარავას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ პრაქტიკის აღსაკვეთად არაფერს აკეთებს.

"სამწუხაროდ, ხურვალეთი არის ის სოფელი, სადაც ჩვენი მობილური ოპერატორების სიგნალები მაქსიმალური სიმძლავრით იხშობა და ის, რაც დღეს მოხდა ხურვალეთში პრინციპში გასაკვირი ნამდვილად არ არის. ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რამდენად არაპრიორიტეტულია ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლები. ამას უნდა ჰქონდეს თავისი რეაგირება, თუნდაც იმ ტიპის რეაგირება, რომ ჩვენი სიგნალი უნდა ძლიერდებოდეს და ამ დონეზე მაინც უნდა ვახერხებდეთ ჩვენი მოსახლეობის უზრუნველყოფას, მობილური სიგნალით, მაგრამ, სამწუხაროდ, კვლავ მივდივართ იმ გარემოებასთან, რომ ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლები კვლავ რჩება არაპრიორიტეტულად ჩვენი ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოსთვის", - ამბობს ქაცარავა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი