პროფესიონალი სამხედროები და აგვისტოს ომის მონაწილეები | უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი გმირის ისტორია

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს კიევში სამხედრო წესით კვირას გამოემშვიდობებიან და სამშობლოში გადმოასვენებენ. ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთ ფრონტზე გუშინ ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლნენ. ორივე მებრძოლი 2014 წლიდან ირიცხებოდა ქართული ლეგიონის რიგებში. უკრაინაში წასვლამდე კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, ორივე იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომშიც.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 59 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ქართული ლეგიონის პირად შემადგენლობაში 5 მათგანი ირიცხებოდა.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი; ია გულიაშვილი; ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი