გუდაურის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, გუდაურის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად არის შეფერხებული. ამის ამსახველ კადრებს ადგილზე მყოფი მოქალაქეები გვიგზავნიან და ამბობენ, რომ გადაადგილებას დილის 6 საათიდან ვერ ახერხებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, საცობი ავარიას არ უკავშირდება. მათი თქმით, შეფერხება ერთ-ერთი ტრაილერის არასწორმა მანევრირებამ გამოიწვია. კერძოდ, მძღოლმა შესახვევში შესვლა ვერ მოახერხა და გზაზე გაჩერდა.

როდის აღდგება მოძრაობა სრულად, ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი