"პროტესტი გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული" |  რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დღეს მორიგი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება - მორიგი საპროტესტო აქცია კლინიკასთან დღეს გაიმართა. მედიკოსები დაწესებულის დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან და ჯანდაცვის სამინისტროს უკან დახევისკენ მოუწოდებენ.

მათი მოთხოვნა უცვლელია - გაუქმდეს საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება და, საჭიროების შემთხვევაში, შენობას მხოლოდ რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს.

"ბრძანების შეჩერების შესახებ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და გაგრძელდება ბოლომდე, ყველა ეტაპის გავლით. ამავდროულად გაგრძელდება საპროტესტო აქციები, სანამ არ იქნება მიღწეული ჩვენი ძირითად მოთხოვნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ... არ არის მომზადებული სატენდერო პირობები ტენდერის შესახებ, რომელიც რესპუბლიკურის ახალი შენობის აშენებას გულისხმობს ამ ადგილზე. მოგეხსენებათ, რომ ამ ადგილზე ტენდერების განხორციელებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. რატომ გვყრიან 654 ადამიანს ამ შენობიდან," - ამბობს ერთ-ერთი ექიმი.

ექიმები ასევე ამბობენ, რომ პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და მათ შეუერთდებიან პაციენტებიც. 

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. მათ რამდენიმე აქცია გამართეს და სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.

ასევე ნახეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი