გურიაში, სოფელ ჯაპანასთან ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა | დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" ინფორმაციით, გურიაში, ავტობანზე, სოფელ ჯაპანასთან ახლოს დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: "ბათუმელები."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი