წყალტუბოს რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მოქალაქე მანანა აბხაძე აცხადებს, რომ 2021 წელს მისი და - ია აბხაძე ექიმების არაპროფესიონალიზმის გამო გარდაიცვალა.
მისი თქმით, რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს დასკვნა მოიპოვა, სადაც აღნიშნულია რომ ია აბხაძე წყალტუბოს კლინიკაში არასერტიფიცირებულმა ექიმმა მიიღო. მანანა აბხაძე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.