5 წლის ბავშვი საბავშვო ბაღიდან საახალწლო ზეიმის შემდეგ გამოაგდეს. დედას ბაღის დირექტორის კაბინეტში გამოუცხადეს, რომ მისი შვილი არდადეგების შემდეგ, ბაღში სიარულს ვეღარ გააგრძელებდა. მეტი ახსნა-განმარტება ოჯახთან ადმინისტრაციას არ გაუკეთებია.
5 წლის ბიჭი აუტისტური სპექტრის მქონეა. ვიდრე ბაღში მიიყვანდნენ თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ რომ მოზარდი სპეციალური საჭიროების მქონე იყო, თუმცა აგრესია მის მიმართ დღითიდღე იზრდებოდა.
მიუღებლობა და უსამართლო დამოკიდებულება არა აღსაზრდელებს, არამედ ბაღის მასწავლებლებსა და დირექტორს ჰქონდათ. მოზარდის დედამ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. აუტისტური სპექტრი მქონე ბიჭისა და მისი ოჯახის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იცავს; საქმე სასამართლოშია.