ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ75–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა .

დეპარტამენტის თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი