ოკუპირებულ გაგრის რაიონში საბაგირო ჩაწყდა | დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული გაგრის რაიონში, გეგის ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზე საბაგირო გზა გაწყდა. საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად, დაიღუპა ქალაქ ორენბურგის ოლქის მკვიდრი, რუსეთის მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "აფსნიპრესი" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა 3 თებერვალს მოხდა.

"28 წლის მამაკაცი საბაგირო გზით სარგებლობდა. რაღაც მომენტში ტროსი გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან ჩავარდა," - განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცხედარი დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი