ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და უფასო მკურნალობის პროგრამას მოითხოვენ. გასულ წელს, მთავრობის მიერ გაცემული დაპირების თანახმად, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა და ახლა ასობით ონკოპაციენტი მოითხოვს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათთვის მკურნალობის პროგრამა დააფინანსოს.
"ჩვენ ვდგავართ სიცოცხლის სადარაჯოზე", "მინდა ვიცოცხლო", - ამბობენ აქციის მონაწილეები და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.