
თბილისში, გამოსახლებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მოძრაობა "ხმა" და მათი მხარდამჭერები მართავენ - ისინი თავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში ბანერები უჭირავთ წარწერებით: "არ გამოვასახლებინოთ!", "ბანკირები გვწოვენ, როგორც ვამპირები", "ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს", "სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ!".