ბრძოლა მძიმე სენის დასამარცხებლად | მოტყუებული ონკოპაციენტები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

გამოქვეყნდა:

რატომ მოატყუეს ონკოპაციენტები? დაპირება, რომ ონკოპაციენტების მკურნალობას ბიუჯეტი თავის თავზე აიღებდა, სიცრუე აღმოჩნდა. ამ პაციენტებს კი საქმე მართლაც გადასარჩენად აქვთ და თითოეულ დღეს მკურნალობის პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლების ამ ცრუ და შეცდომაში შემყვანი დაპირების გამო ცხოვრება გაურთულდათ იმ ადამიანებსაც, ვინც მძიმე სენის დასამარცხებლად ევროპაში დევნილად ჩაბარდა და უფასო ჯანდაცვით და თანამედროვე მედიკამენტებით სარგებლობდა. ახლა მათ უკან სამშობლოში აბრუნებენ სწორედ იმ ცრუ დაპირების გამო, თითქოს ონკოპაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებდა.

ამასთან, ბოლო თაობის მედიკამენტებით ონკოპაციენტების მკურნალობა ის ტენდენციაა, რასაც თანამედროვე მედიცინა იყენებს ამ მიძმე სენის დასამარცხებლად. მაგრამ ასეთი ე.წ. ჭკვიანი მედიკამენტები საქართველოში არ შემოდის. დღეს, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები პარლამენტთან შეიკრიბნენ, რომ ხმამაღლა ეთქვათ - მძიმე დიაგნოზების მიუხედავად მათ აქვთ სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია ამ ბრძოლაში დაეხმაროს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი