წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. მერიის ცნობით, დაზიანდა სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები. ელექტროენერგია მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მიეწოდება.

უწყება ამბობს, რომ მოგლეჯილი ხე დაეცა გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილს, მათი ცნობით, მძღოლს საფრთხე არ ემუქრება.

მუნიციპალიტეტში ზარალის აღწერა მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი