წვიმამ და ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სადაც ქარმა ხეები მოგლიჯა და სახლებს სახურავი გადახადა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია 14 სახლი.
უამინდობის გამო, პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების მხრივაც. აბონენტების ნაწილი ამ დრომდე დენისა და გაზის გარეშეა დარჩენილი.